• December

    4

    2025
  • 44
  • 0
საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ყაზახეთის სამი მოქალაქე დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ყაზახეთის სამი მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამივე პირი 3 დეკემებრს დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს.

ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის  შესანიღბად საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი, ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის ფაქტების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor