• November

    15

    2024
  • 49
  • 0
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით ბრალდებულმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში თითქოსდა დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში წამსვლელთა ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულ 26 ფიზიკურ პირს ატყუებდა, რომ კონკრეტული თანხის გადახდის შემთხვევაში ისინი ჩაერთვებოდნენ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში და მათზე გაიცემოდა აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს ვიზები.

აღნიშნული გზით 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა 26 ფიზიკური პირის კუთვნილ თანხას, ჯამში, 36 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor