• March

    7

    2025
  • 59
  • 0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – სოფელ ჯუთაში მოქალაქეს სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა, მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, მოქალაქე თბილისში გადმოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – სოფელ ჯუთაში მოქალაქეს სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა, მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, მოქალაქე თბილისში გადმოიყვანეს

სოფელ ჯუთაში მოქალაქეს სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა. მეხანძრე-მაშველებმა შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, – ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი მოქალაქე თბილისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯუთაში, მოქალაქეს გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებიც, რომლებმაც პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი მოქალაქე თბილისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor