• May

    2

    2025
  • 58
  • 0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი განაახლა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი სახანძრო ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა დაათვალიერა და მათ ფუნქციურ და ტექნიკურ მახასიათებლებს პირადად გაეცნო.

„აღნიშნული მანქანები სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი და განკუთვნილია როგორც ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე ადაპტირებულია ურბანულ ხანძრებზეც. ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor