• November

    24

    2025
  • 165
  • 0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.

„მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor