• August

    18

    2024
  • 92
  • 0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ექვსი ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ექვსი ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, კიდევ ექვსი ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალაქ ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ქალაქ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ახალი კატარღები დაათვალიერებინა და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო.

„თანამედროვე კატარღები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გადანაწილდება და ეფექტურია როგორც ზღვაში, ასევე მდინარეში სამაშველო-საძიებო მოქმედებების დროს. კატარღები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მასზე დამონტაჟებულია წყლის ფსკერის სკანირების საშუალებები“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor