• January

    24

    2025
  • 79
  • 0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ნატო-ს სწავლების მთავარ დამაგეგმარებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ნატო-ს სწავლების მთავარ დამაგეგმარებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ნატო-ს სწავლების მთავარ დამაგეგმარებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებზე ხუთდღიანი სწავლება ბულგარეთის შსს-ს სახანძრო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის და ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის (EADRCC) ორგანიზებით, 2025 წლის სექტემბერში, ბულგარეთში გაიმართება.

„აღნიშნული სწავლების დამაგეგმარებელ კონფერენციაზე მონაწილეები სწავლების სპეციფიკას და მიზნებს დეტალურად გაეცნენ და საკუთარი ჩართულობით წვლილი შეიტანეს ღონისძიების დაგეგმვისა და ჩატარების პროცედურების დახვეწაში.

2025 წლის სექტემბერში გასამართი სწავლების მიზანს წარმოადგენს ნატო-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინირების გაძლიერება, კატასტროფებზე მზადყოფნის, პრევენციისა და რეაგირების გაუმჯობესება, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებს შორის კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor