• July

    26

    2024
  • 79
  • 0
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქეთევან ციხელაშვილის ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება როტაციის ვადის დასრულებას უკავშირდება

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქეთევან ციხელაშვილის ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება როტაციის ვადის დასრულებას უკავშირდება

ქეთევან ციხელაშვილი ელჩის თანამდებობიდან თავისუფლდება.

„ქეთევან ციხელაშვილის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისს გამოსცა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 ივლისს მოაწერა ხელი.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული განკარგულებები როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor