
საზოგადოებრივი გაერთიანება „ერის შვილების“ მადლობის წერილი !
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,
ბატონ ვლადიმირ პუტინს !
საზოგადოებრივი გაერთიანება „ერის შვილების“
განსაკუთრებული მადლობის წერილი !
,,ბატონო პრეზიდენტო,
ჩვენ, საზოგადოებრივი გაერთიანება „ერის შვილები“, გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენ მიერ საქართველოს ვეტერანებისადმი გამოგზავნილი 2025 წლის 9 მაისის მოლოცვისთვის.
თქვენი სიტყვები, არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერებისადმი პატივისცემას გამოხატავს, არამედ ხაზს უსვამს ჩვენს ხალხებს შორის არსებულ მეგობრობისა და ურთიერთგაგების ძაფებსაც.
ეს მოლოცვა განსაკუთრებულ ძალას სძენს იმ იდეას, რომ გამარჯვების დღე არის საერთო ძმური მემკვიდრეობა, რომელიც აერთიანებს და აძლიერებს ჩვენ შორის სულიერ კავშირს.
ჩვენი გაერთიანების სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მადლობა ამ კეთილშობილური ნაბიჯისთვის.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი მხარდაჭერა და სითბო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს საერთო ისტორიას და მომავალ თანამშრომლობას”.
პატივისცემით,
საზოგადოებრივი გაერთიანება „ერის შვილები“
,,GEO NEWS”





