• May

    19

    2025
  • 61
  • 0
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდება, საქმეები კი, რომლებზეც მისი ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის დაქვემდებარებაში გადავა

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდება, საქმეები კი, რომლებზეც მისი ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის დაქვემდებარებაში გადავა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა, რომლის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდება.

ცვლილებებით, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება და გაუქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.

ცვლილებებით, აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის ის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor