• October

    22

    2024
  • 77
  • 0
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აღსასრული – გაგდებული თუ ვადაამოწურული კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ?

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აღსასრული – გაგდებული თუ ვადაამოწურული კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ?

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აღსასრული – გაგდებული თუ ვადაამოწურული კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ? ესაა ლოგიკური კითხვა, თუ როგორ დატოვებს თანამდებობას ე.წ პრეზიდენტი, რომლის მიმართაც ,,ქართული ოცნება” იმპიჩმენტის პროცესს კიდევ ერთხელ იწყებს.

რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის 81 დეპუტატის ხელმოწერით მომზადებული წარდგინება შევა, რომლითაც ისინი დასავლეთიდან მართულ და ქვეყნის საზიანო ნაბიჯების გადადგმაში დადანაშაულებულ პრეზიდენტს არა კონსტიტუციურად აცხადებენ.

მთავარი მიზეზი თუ რის გამოც იგეგმება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ისევ და ისევ,ზურაბიშვილის მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტებია. არადა, კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება აქვს მაშინ, თუ ის შეთანხმებულია მთავრობასთან. თუ როგორც წინა, ასევე ამ შემთხვევაშიც საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, პროცესი უკვე საკანონდებლო ორგანოში კენჭისყრაზე გადაინაცვლებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადასაყენებლად მმართველ პარტიას 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის ვადა დეკემბერში ეწურება.

,,ქართულ ოცნებაში”კიდევ ერთხელ საუბრობენ სალომე ზურაბიშვილზე, რომელსაც ახსენებენ, რომ მან კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია და რომლისთვისაც ის შესაბამის პასუხს აგებს.

მოამზადა ირაკლი გუნიამ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor