- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი გია ვოლსკის პასუხობს
ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ და ამას კაცობა რომ არ ქვია, ეს კი ყველას გვესმის!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის იმ პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც საქართველოს მოქალაქის სიკვდილით გახარებული არიან.
ცნობისთვის, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს არ ეკადრება, “ადამიანის სიკვდილით გახარებული” პოლიტიკოსთა ჯგუფი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი.




