• August

    7

    2024
  • 93
  • 0
სალომე ზურაბიშვილი – ერგნეთის 2008 წლის აგვისტოს მუზეუმის დათვალიერება ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან მტკივნეული მომენტია, ეს ის მეხსიერებაა, რისი დაკარგვის უფლება არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს

სალომე ზურაბიშვილი – ერგნეთის 2008 წლის აგვისტოს მუზეუმის დათვალიერება ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან მტკივნეული მომენტია, ეს ის მეხსიერებაა, რისი დაკარგვის უფლება არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერგნეთის 2008 წლის აგვისტოს მუზეუმს ესტუმრა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, აღნიშნული მუზეუმის დათვალიერება ძალიან შთამბეჭდავი და მტკივნეულია.

„აქ მოსვლა, ამ მუზეუმის დათვალიერება ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან მტკივნეული მომენტია. ეს არის სრულიად კერძო ინიციატივა, რომელიც ბევრს მეტყველებს ჩვენს წარსულ ისტორიაზე. ეს ის მეხსიერებაა, რისი დაკარგვის უფლება არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს და ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ ასეთი მუზეუმი გაკეთდა. ეს მეხსიერებაა, რომლის დავიწყება არ შეიძლება და არც შეგუება შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, მოცემულობა, ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით და არ შეგუება ნიშნავს, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ რა შეიძლება გაკეთდეს არა იმისთვის, რომ რაღაც ომით თუ ძალით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. ამ ტერიტორიების დაბრუნება, უფრო სწორად აქ და იქ მოსახლეობის გაერთიანება იწყება აქ, ამ სოფლის გაძლიერებით, იწყება იმ ადამიანებით რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, პროგრამები, ახალგაზრდების ადგილზე დარჩენა. იქით მცხოვრები ადამიანებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ქართველები არიან თუ ოსები, იმათთვისაც უნდა გვქონდეს გზავნილები, მათი მომავალი, როგორც ჩვენი მომავალი არის ევროპაში და ეს საბოლოო გამაერთიანებელი იქნება.

კიდევ ერთხელ, არა ომი, არა კონფლიქტი, არამედ ჩვენი იდენტობა, ეკლესიების დაცვა. მე მაინტერესებს, როდის იყო ბოლოს, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს მიმართა იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდაც აფხაზეთში, გინდაც ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ენისთვის, რა კეთდება იმისთვის, რომ აქედან (მაგალითად მარტივი რამ) ტრანსპორტი დაინიშნოს, ეს ხომ არ არის ძნელი, ეს ხომ არ მოითხოვს რაღაც ისეთ ძალისხმევას რაც არ შეგვიძლია?! სად არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი, რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ აქ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი? კიდევ ერთი რამ, არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია უცხო აგენტების ფულით, მადლობა მათ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor