• October

    5

    2025
  • 97
  • 0
სალომე ზურაბიშვილი – მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, ეს ხაფანგი მეც მეხებოდა, რამეთუ პირდაპირ ურტყამს ხალხის თვალში ჩემს ნამდვილ ლეგიტიმაციას

სალომე ზურაბიშვილი – მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, ეს ხაფანგი მეც მეხებოდა, რამეთუ პირდაპირ ურტყამს ხალხის თვალში ჩემს ნამდვილ ლეგიტიმაციას

მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც  იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, „რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა“.

„რაც მოხდა, იყო ის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა. უკვე ყველამ გაიგო, რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური  სპეცოპერაციაა, რომელიც ეფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს, დიდი ხნის წინათ მომზადებული, რომელიც ეფუძნება იმ რაღაც უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა. დაღლილობაც არის ამ პროტესტში, ყველაფერი, რაც ძალიან ბუნებრივია და ამაზე ითამაშეს, ამაზე მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ის, რაც რეალურად გვრჩება და რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor