• July

    6

    2024
  • 65
  • 0

სალომე ზურაბიშვილი – მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე, არ გვექნება არცერთი რესურსი ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა იყოს დაცული

მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე, არ გვექნება არცერთი რესურსი ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი.

„ეს შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორიც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის დაზიანება ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩვენს ჯართად ერთად შენდებოდა.

ყველაფერი არის უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები და რა უნდა გაკეთდეს, სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა. მშვიდობა ვერ იქნება იზოლაციაში და პარტნიორების გარეშე. არ გვექნება არცერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, იმისთვის კი არა, რომ რაღაცა მოგონილი ფრონტები დავიწყოთ, არამედ ქვეყანა იყოს დაცული. დაცვა, არის მზადებაში და ეს მზადება დღეს არის საფრთხის ქვეშ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor