
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი – როშ ჰაშანას, ახალი წლის დადგომას ვულოცავ ებრაელ ერს, განსაკუთრებით ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, რომლებთანაც მრავალი საუკუნის ძმური თანაცხოვრება გვაკავშირებს
გულითადად ვულოცავ ებრაელ ერს როშ ჰაშანას, ახალი წლის დადგომას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს დღე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს შექმნას, თითოეული ებრაელისათვის არის განვლილი წლის შეჯამებისა და მომავლის იმედის დღესასწაული.
„განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს – ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, რომლებთანაც მრავალი საუკუნის ძმური თანაცხოვრება გვაკავშირებს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, დაე, ეს წელი თითოეული თქვენგანისა და მთელი მსოფლიოსათვის იყოს მშვიდობის, სიკეთის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი“, – აცხადებს პრეზიდენტი.





