• February

    4

    2025
  • 78
  • 0
სალომე ზურაბიშვილი – 8 დემონსტრანტი, მათ  შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან – კრიტიკის გაჩუმების, ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა

სალომე ზურაბიშვილი – 8 დემონსტრანტი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან – კრიტიკის გაჩუმების, ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა

8 დემონსტრანტი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან – კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა, – ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება შსს-ს განცხადებას, რომლის თანახმად, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან 8-ს ბრალდება შეეცვალა – გამოძიება მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს: სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება, რაც 4-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

“2 თებერვალს თბილისში 31 დემონსტრანტი დააკავეს. ახლა 8 – მათ შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან, ვინაიდან ადმინისტრაციული დარღვევა 4-წლიანი პატიმრობის საფრთხედ იქცა. კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა”, – წერს ზურაბიშვილი.

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მათივე განცხადებით, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor