• October

    3

    2023
  • 114
  • 0
სალომე სამადაშვილი : თქვენი გეგმა, რომ საბოტაჟი მოგეწყოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის, ჩაშლილია

სალომე სამადაშვილი : თქვენი გეგმა, რომ საბოტაჟი მოგეწყოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის, ჩაშლილია

თქვენი გეგმა, რომ საბოტაჟი მოგეწყოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის, ჩაშლილია, – ასე მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩაგდებული 12 მოთხოვნისა, იმ სამარცხვინო მასკარადის, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახით, სამარცხვინო ინიციატივებისა, როგორიცაა რუსული კანონი, ახლა დაწყებული მანიფესტაციების შეზღუდვის შესახებ პროექტისა, ევროკავშირს აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს არ მისცეს შანსი, ჩვენი ქვეყანა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე.

მინდა გკითხოთ, რომ შემოიტანეთ მანიფესტაციების შესახებ კანონი, თქვენ მართლა გჯერათ, რომ ამ კანონით შეაჩერებთ ქართველი ხალხის რისხვას, თუ საკუთარი რისხვის გამოხატვა დასჭირდათ ქუჩაში?

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, ის უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, როდესაც სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ჩავატარებთ. ამიტომ დაგისანქცირეს ფარცხალაძე, ამიტომ ჩაგიგდეს თქვენი გეგმები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამიტომ გაიმარჯვებს შემდეგ არჩვენებში ქართველი ხალხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor