
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსით, საქართველო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილს იკავებს
გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანოზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით, საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 81,6 პროცენტი მიიღო.
ინდექსი იკვლევს, რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომლობით.
2023 წლის შედეგებით, საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ და ნატო-ს და ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ბოსნია ჰერცოგოვინას, მოლდოვას და უკრაინას.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება ხუთი მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4 000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.





