
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად, გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა სამების საკათედრო ტაძარში მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
ამჯერად, უგზო-უკვლოდ დაკარგული ექვსი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. მათგან ხუთი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა. ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
აღნიშნული პირების იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, მოხერხდა.





