• September

    4

    2023
  • 59
  • 0
სამეგრელო-ზემო სვანეთში სატყეო სამსახურის ახალი ოფისი გაიხსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთში სატყეო სამსახურის ახალი ოფისი გაიხსნა

ზუგდიდში სატყეო სამსახურის ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ გახსნეს. სატყეო სამსახური რეგიონის ცხრა მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მარტივად შეძლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა. აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. გასულ წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმებულთა მოტივაციას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია. ამ დროისთვის განახლებულია ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა.

„აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვის ბოლომდე ეროვნული სატყეო სააგენტო სრულად განაახლებს ავტოპარკს. 30 ერთეული მაღალი გამავლობისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკა ცხრა რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდება, რაც უზრუნველყოფს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor