• August

    18

    2024
  • 80
  • 0
სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას 40 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, თანამებრძოლებმა და მისივე სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს.

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor