
სამხედრო უჩა გუგუჩია შინდისის ბრძოლაში დაღუპულებს პატივს მიაგებს !
შენდობა და ხსოვნა შინდისის გმირებს !
2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გმირული ფურცელია შინდისის ბრძოლა. სწორედ ამ ბრძოლაში დაეცა 17 ქართველი სამხედრო, რომელთაც მტერს ბოლო ამოსუნთქვამდე შეაკლეს თავი. ამ დღის ხსოვნა და დაღუპული გმირების უკვდავება არასდროს ქრება, რასაც ხშირად ახსენებენ, როგორც ვეტერანები, ისე საზოგადოების წევრები.
სოციალურ ქსელში, შინდისის ბრძოლის მონაწილე, ოფიცერი უჩა გუგუჩია ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც მის ტკივილს, სიყვარულს და რწმენას ასახავს :
უჩა გუგუჩია : „მეზიზღება ეს დღე !!! ნათელში გამყოფოთ უფალმა ჩემო გმირო ძმებო დაჭრილებს და გადარჩენილებს დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ გფარავდეთ უფალი !!! მწამს არავის შერჩება ჩვენი დაღვრილი სისხლი, არც გარე და არც შიდა მტრებს მჯერა ამის !!! მიყვარხართ და მენატრებით ძმებო დიდებს უფალს დიდება გმირებს !!! მშვიდობა საქართველოს და სრულიად მსოფლიოს“.
ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სამშობლოს დაცვა და თავისუფლება სწორედ ასეთი გმირების თავდადების შედეგია. მათი სულისკვეთება და უდრეკი ნება სამუდამოდ დარჩება ქართველი ერის მეხსიერებაში. უჩა გუგუჩიას სტატუსი არის, არა მხოლოდ ტკივილიანი მოგონება, არამედ სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის, რწმენისა და იმედის გამოხატულება.
მოამზადა – თამთა მაისურაძემ
,,GEO NEWS”





