• December

    6

    2024
  • 73
  • 0
სამხრეთ კორეაში შექმნილი ვითარების გამო, ლოიდ ოსტინმა სეულში ვიზიტზე უარი განაცხადა

სამხრეთ კორეაში შექმნილი ვითარების გამო, ლოიდ ოსტინმა სეულში ვიზიტზე უარი განაცხადა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სამხრეთ კორეაში ვიზიტზე უარი განაცხადა. ოსტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც, საბოლოოდ, გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ოსტინის ვიზიტი სამხრეთ კორეაში უახლოეს მომავალში იგეგმებოდა, თუმცა გადაწყდა, რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის.

მისივე განცხადებით, ვიზიტის გეგმების ცვლილებასთან დაკავშირებით სამხრეთ კორეასთან კონსულტაციები გაიმართა.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამის საშუალებით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას აღადგენს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მოგვიანებით, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა.

სამხრეთ კორეაში შექმნილი ვითარების გამო ვიზიტი ასევე გააუქმა შვედეთის პრემიერ-მინისტრმაც.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor