• September

    30

    2024
  • 109
  • 0
სანდრო ბრეგაძე :,, ამის შემდეგ რა მოხდება – ეს იციან მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი რაღაცეები იგეგმება, მაგრამ გული კარგს არ მიგრძნობს !

სანდრო ბრეგაძე :,, ამის შემდეგ რა მოხდება – ეს იციან მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი რაღაცეები იგეგმება, მაგრამ გული კარგს არ მიგრძნობს !

,,დაიმახსოვრეთ ჩემი ეს სიტყვები: საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად , ცენტრალური საარჩევნო კომისია ,,ქართულ ოცნებას” გამოუცხადებს — 55 % – 60 %”-ს,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში დისპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ,,ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.  

,, მეორე დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოაცხადებს , რომ არჩევნების შედეგები არის ფალსიფიცირებული და აქედან გამომდინარე ამ არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი, შემდეგ მთავრობა არის არალეგიტიმური. რამდენიმე დღეში ანალოგიურ განცხადებას გააკეთებს ევროკავშირი და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა.

იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს მართვის სადავეების პრეზიდენტისთვის გადაცემის მოთხოვნა, რაზეც ,,ქართული ოცნება” დიდი ალბათობით იტყვის უარს.

ამის შემდეგ მოხდება საქართველოს ბელორუსიზაციის პროცესის დაწყება. დაწესდება ყველა ისეთი ტიპის სანქცია, რაც დაწესებული აქვს ლუკაშენკოს ხელისუფლებას. ქვეყანას მოაქცევენ სრულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ იზოლაციაში.

ამ საშიშროების რეალურად ქცევისთანავე დაიწყება მასობრივი პროტესტი. საპროტესტო ტალღის მართვის პროცესებს თავის თავზე აიღებენ ახალგაზრდები, სტუდენტები და არასამთავროები. პოლიტიკურ პარტიებს გადაწევენ უკანა პლანზე. ეს უკვე არის რევოლუციის დასაწყისი.

ამის შემდეგ რა მოხდებაეს იციან მხოლოდ იქ და იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი რაღაცეები იგეგმება – მაგრამ გული კარგს არ მიგრძნობს.

ვიმეორებ, საქართველო უნდა მოემზადოს შემდეგი რეალობისთვის – დასავლეთი ახალ ხელისუფლებას გამოაცხადებს არალეგიტიმურად. თუ პოლიტიკაში ოდნავ ჩახედული ხარ ადვილად შეამჩნევ, რომ აშშ-ევროპის მიერ არჩევნების ფალსიფიცირებულად გამოცხადება გადაწყვეტილი საკითხია.

ამ კრიზისულ და მძიმე პერიოდში გადამწყვეტი იქნება ქართველი ერის ნება, პოზიციის აქტიურად დაფიქსირება, ბრძოლის ჟინი.

,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს” — ილია ჭავჭავაძე”,- წერს სანდრო ბრეგაძე

მოამზადა თამთა მაისურაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor