• October

    28

    2025
  • 134
  • 0
სანდრო ბრეგაძე : დიახ, ეს არის არაადამიანობისა და ანტიქართველობის პიკი – ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ამ სატანის მსახური ,,ნაცების” ოდესმე ხელისუფლებაში მობრუნებისაგან !

სანდრო ბრეგაძე : დიახ, ეს არის არაადამიანობისა და ანტიქართველობის პიკი – ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ამ სატანის მსახური ,,ნაცების” ოდესმე ხელისუფლებაში მობრუნებისაგან !

,,იცით რატომ ვერ და არ დაბრუნდებიან ნაც-სოროსელები ხელისუფლებაში ?

იმიტომ რომ არც ადამიანობა გააჩნიათ, არც კაცობა, არც ქართველობა და არც ქრისტიანობა !

ესაა ძალაუფლებას მოწყურებული ნაძირლების ჯოგი, რომლებსაც ხალხის სისხლი სწყურია და სადიზმით შეპყრობილები არავის დაინდობენ !

ახალგაზრდა ქართველი კაცი გარდაიცვალა და ბედნიერების ნირვანაში არიან ნაც-ოპოზიციონრები. ბედნიერები და კმაყოფილები სიხარულს ვერ მალავენ !

იქით ასევე ახალგაზრდა ქართველს ზურაბ მახარაძეს ინსულტი აქვს და მთელი ნაც-ლიბერასტეთი ბედნიერებისგან მე-9 ცაზე დაფრინავს, ნიშნისმოგებით საშინელ პოსტებს აზიარებენ !

და მიზეზი იცით რა არის ?

ერთადერთი მხოლოდ ის რომ სხვაგვარად აზროვნებენ და პატრიოტი კაცები მათ ანტიქრისტიანულ-ანტიქართულ მარაზმს ეწინააღმდეგებოდნენ !

ესაა ნაც-სოროსელების ნამდვილი სახე, მახინჯი ცახესების რევანშიზმი. ეს არის ნაცების დემოკრატია – თუ ადამიანს განსხვავებული აზრი გააჩნია, ის მტერია და მისი გარდაცვალება ან ავადმყოფობა უნდა გიხაროდეს !

ერთმა ჩემმა მეგობარმა ადვოკატმა, რომელსაც ხშირი შეხება ჰქონდა პატიმარ სააკაშვილთან იცით რა მომიყვა ?

ყოველდღე ვხვდებოდი მიშას, საათობით ვსაუბრობდით და წამითაც არ დაუშვა, რომ რამეს ნანობდესო. ერთი სული აქვს როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდეს და სისხლის გუბეები დააყენოს. სულ იმას ამბობდა – ბოლო წლებში რბილი გავხდი – 7 ნოემბერი, საკნების აქცია და 26 მაისი უფრო სასტიკად უნდა დამერბია, ყველა დამეჭირა – მერე ახალაია მიხედავდა ციხეში და გააქათმებდაო. თუ ოდესმე დავბრუნდი ხელისუფლებაში  ,,ნულოვანი ტოლერანტობა “ მონაგონი იქნება, ამ რუსების მონობაში აღზრდილ ქართველებს ჩემი რკინის ხელის მეტი ვერაფერი მართავსო !

დიახ – ეს არის არაადამიანობის და ანტიქართველობის პიკი . ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ამ სატანის მსახური ნაცების ოდესმე ხელისუფლებაში მობრუნებისაგან !

ჩემის მხრივ ზურა მახარაძეს მსურს ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და ღმერთის მფარველობა ვუსურვო !

ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცის ლაშა ბასლანაძის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებ. უფალმა აცხოვნოს მისი ნათელი სული”, – აცხადებს ,,ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

მოამზადა – ირაკლი მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor