
სანდრო ბრეგაძე : ,,ეს არის უტიფრობის პიკი – ამას ამბობს პირი, რომლის გენერალური პროკურორობის დროს ციხეებში პატიმრებს აუპატიურებდნენ და აწამებდნენ !
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ,,ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ,,ნაცების” გენ-პროკურორ ნიკა გვარამიას მეზობელი ქვეყნების მიმართ მტრული განწყობის გაღვივების გამო უტიფარს და უსინდისოს უწოდებს და წარსულს ახსენებს.
,,ეტყობა გვარამიას მთელი საქართველო ამნეზიით შეპყრობილი ჰგონია”,- აცხადებს ბრეგაძე.
სანდრო ბრეგაძე : მოკლედ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს – ნიკა გვარამიამ დემოკრატიის მამის მანტია მოირგო და საქართველოს შემდეგ მეზობელ ქვეყნებს გადაწვდა…
-ჩრდილოეთ მეზობლის გარდა კიდევ რომელ მეზობელ ქვეყანას გადაწყვდა ?
-თქვენ წარმოიდგინეთ აზერბაიჯანს. ,,აზერბაიჯანში სერიოზული დემოკრატიული პრობლემებიაო”, – ბრძანა გვარამიამ.
აი, ეს არის უტიფრობის პიკი…ამას ამბობს პირი, რომლის გენ-პროკურორობის დროს ციხეებში პატიმრებს აუპატიურებდნენ და აწამებდნენ.
–პოზიტიური რამ რომ ეთქვა ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა…
-დიახ, მაგრამ ამას აცხადებს ადამიანი, რომელმაც აბსოლუტურად უმიზეზოდ ( თავად აღიარა ) 2007 წლის წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა და აპატიმრებდა ( რუსეთის აგენტობის და სამშობლოს ღალატის ბრალდებით ) მაშინდელი ოპოზიციის ლიდერებს.
ეს ის გვარამიაა, რომელიც ახალგაზრდების მკვლელებს მფარველობდა და პოლიტიკურ რეპრესიებს ხელმძღვანელობდა. გაჩერდი მაინც, სინდისი არ გაქვს და უტიფრობის პიკად იქეცი.
ეტყობა გვარამიას მთელი საქართველო ამნეზიით შეპყრობილი ჰგონია. აი, ასეთები რომ არიან ოპოზიციაში, იმიტომ არის ჩვენი ქვეყნის რეალობა არც ისე სახარბიელო.
თამთა მაისურაძე