• July

    30

    2025
  • 179
  • 0
სანდრო ბრეგაძე : ,,თბილისი თავს ვერ შეირცხვენს – ავაზაკი ელისაშვილი არასდროს იქნება დედაქალაქის მერი” !

სანდრო ბრეგაძე : ,,თბილისი თავს ვერ შეირცხვენს – ავაზაკი ელისაშვილი არასდროს იქნება დედაქალაქის მერი” !

სანდრო ბრეგაძე : ,,ალეკო ელისაშვილი მერაბიშვილის დავალებით აწამებდა მართლმადიდებელ ახალგაზრდებს – ის არასდროს გახდება თბილისის მერი ” !

,,ქართული მარშის” ლიდერი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთი ყველაზე ხისტი ეროვნული ფიგურა, სანდრო ბრეგაძე, მწვავე განცხადებით ეხმაურება თბილისის მერის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის შესაძლო მონაწილეობას.

მისი თქმით, ელისაშვილი არის ,,ნაძირალა და ჩამშვები”, რომელიც ,,ვანო მერაბიშვილის დავალებით მართლმადიდებელი ახალგაზრდების დაკავებასა და წამებაში მონაწილეობდა” იმ პერიოდში, როცა ისინი ,,ქრისტიანობის დასაცავად” მოქმედებდნენ.

ბრეგაძის განცხადებით, ელისაშვილის მოძალადე ბუნება დღესაც აშკარად ჩანს და უკვე დადასტურებულია.

სანდრო ბრეგაძე : ,,საზოგადოებამ იხილა, როგორ დაესხა თავს მუხანათურად ეროვნულ აზერბაიჯანული ეთნოსის პატრიოტს, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრს, ,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს, რაც ამ ადამიანს საბოლოოდ ნიღაბს ხდის ” !

თბილისის მერი კი არა, თბილისის ქუჩებში ვერ გამოვა ეს ავაზაკი, როდესაც ნათელი მოეფინება მის ქმედებას“.

საზოგადოებაში ცნობილი ეროვნულ-რელიგიური პოზიციების მქონე სანდრო ბრეგაძე წლების განმავლობაში იცავდა ტრადიციულ, მართლმადიდებლურ ღირებულებებს. იგი არის არაერთი ეროვნული აქციისა და კამპანიის ორგანიზატორი, მათ შორის 17 მაისისა და ანტი-ლგბტ აქციების, სადაც მისი რადიკალური პოზიციები მედიადისკუსიის საგანიც არაერთხელ გამხდარა.

ამჯერადაც, ის ერთმნიშვნელოვნად უპირისპირდება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მისი შეფასებით “პირდაპირ ემსახურებიან წარსული ძალადობრივი რეჟიმის ინტერესებს”.

ბრეგაძის მკვეთრი გზავნილი ასეთია : ალეკო ელისაშვილს ვერასოდეს ექნება მორალური უფლება, იყოს ქალაქის მერი.

სანდრო ბრეგაძე : „ჩამშვები, ფარულ სამსახურებთან შეკრული და სულიერად შებილწული ადამიანი არ უნდა მართავდეს ქართულ დედაქალაქს – ამას ჩვენ ვუზრუნველყოფთ” ! 

ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor