• December

    21

    2024
  • 141
  • 0
სანქციები საქართველოს და ,,ქართული ოცნების” პასუხი აშშ-ს და დასავლეთს

სანქციები საქართველოს და ,,ქართული ოცნების” პასუხი აშშ-ს და დასავლეთს

ბალტიის ქვეყნების შემდეგ, მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სანქციები ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მიმართ.

სანქცირებულია შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძე, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ფინანსური სანქცია დაუწესა და ,,მაგნიცსკის სია”-ში შეიყვანა.

საქართველოს ძალოვანი უწყების ლიდერებს, სანქცია დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც, არა ქართული გადაწყვეტილება – ამდაგვარად აფასებს სახელისუფლებო გუნდი სანქციებს.

,,ქართულ ოცნებაში” 20 იანვარს ელოდებიან, როცა ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალ ტრამპის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, რომლის შემდეგ, როგორც შტატებთან, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთება და შესაბამისად, რადიკალების დესტრუქციულ ქმედებებს საბოლოო წერტილი დაესმევა. ამ მოლოდინს კი, ტრამპის პოზიციები აჩენს, რომელიც ჯერ კიდევ აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიკვეთა, რადგან ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვის კუთხით, დონალ ტრამპის და ,,ქართული ოცნების” იდეები იდენტურია.

დასავლეთის მხრიდან ზეწოლისა და გახშირებული სანქციების ფონზე, მმართველი პარტია გეგმავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი მაღალჩინოსანი და დასანქცირებული პირები, ღირსების ორდენით დააჯილდოვოს, მეტიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვახტანგ გომელაურმა ვიცე- პრემიერის თანამდებობა დაიკავა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor