• September

    24

    2024
  • 56
  • 0
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მისიის წევრები თბილისში საქართველოს ხელისუფლების მოწვევით იმყოფებიან.

„მათი მთავარი მიზანია, გაეცნონ წინასაარჩევნო გარემოს, მოუსმინონ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შემდგომ გააკეთონ შეფასებები. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა გამოწვევებს ვაწყდებით ამ პროცესში და რა თქმა უნდა, ვუპასუხეთ იმ კითხვებს, რაც მათ ჰქონდათ არჩევნებთან და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor