• July

    30

    2024
  • 84
  • 0
საპატრიარქო – ვუერთდებით აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც ოლიმპიადის გახსნა ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია

საპატრიარქო – ვუერთდებით აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც ოლიმპიადის გახსნა ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია

დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს ნაჩვენები გარკვეული სცენების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქო უერთდება მკრეხელური დადგმებით გამოწვეულ საერთო აღშფოთებას.

„დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს ნაჩვენები გარკვეული სცენების გამო და ვეთანხმებით მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: „ძალიან სამწუხაროა, რომ … პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარების შეურაცხმყოფელი წარმოდგენებისა, რაც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს“.

ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახსნის ცერემონიაზე მსოფლიო ისეთი სცენების მომსწრე გახდა, რომლებიც შეურცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის, ასევე ყველა ცივილიზებული ადამიანისთვის, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას, პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor