• October

    20

    2025
  • 13
  • 0
საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2006 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე დ.ი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პატრულ-ინსპექტორებმა დ.ი. ბათუმში ქვეითად გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 15 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor