• September

    22

    2025
  • 35
  • 0
საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 1980 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ა.ს. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ა.ს. -ს პირადი ჩხრეკის შედეგად,ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 20 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი დიდი ოდენობით ფხვიერი და კრისტალური მასა, ასევე, ელექტრო სასწორი.
პოლიციამ ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor