• February

    12

    2025
  • 65
  • 0
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ახალი და ეფექტური ავტომობილებით აღიჭურვა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ახალი და ეფექტური ავტომობილებით აღიჭურვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი “შკოდას” მარკის 100 ახალი ავტომობილით განახლდა.

ახალი ავტომობილები თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოსთვისაა განკუთვნილი.

თანამედროვე სტანდარტების ავტოსატრანსპორტო საშუალებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, მოადგილესთან სერგი ბზიშვილთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსთან ლაშა ჯოხაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.

ავტოპარკის განახლების მიზანს, პატრულ-ინსპექტორებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ასევე, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნისთვის, სხვადასხვა დანაყოფის, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით რეგულარულად აახლებს. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor