• April

    10

    2025
  • 60
  • 0
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ო.გ. დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ო.გ. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის – „ტელეგრამის“ გამოყენებით ცდილობდა.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor