
საპრეზიდენტო კარიერის ბოლო საათები – ზურაბიშვილს ეროვნული ინტერესების მქონე მიხეილ ყაველაშვილი ცვლის
დროის ათვლა დაიწყო – ორბელიანების სასახლე ბინადარს ემშვიდობება.
მართალია სალომე ზურაბიშვილი სასახლეს ვერ ელევა და თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს, თუმცა მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს არჩეული პრეზიდენტია.ზუსტად რამდენიმე საათში საპრეზიდენტო ფიცს ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის სასახლეში დადებს. სად განთავსდება ყაველაშვილის სამუშაო კაბინეტი უცნობია, რადგან კონსტიტუციის დარღვევაში მხილებული სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს.
მმართველ პარტიაში ზურაბიშვილის მხრიდან აღარაფერი უკვირთ. ,,ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ზურაბიშვილი საპრეზიდენტო სავარძელს ვერ ელევა და შესაბამისად, ამიტომ არ გეგმავს ორბელიანების სასახლის დატოვებას.
სახელისუფლებო გუნდს ზურაბიშვილისთვის მერამდენედ, ოღონდ საპრეზიდენტო რანგში ბოლოჯერ, უწევს იმის შეხსენება, რომ მან ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ მისი საპრეზიდენტო ინაუგურაციის დროს დადებული ფიცი გატეხა, როდესაც თქვა, რომ იქნებოდა კონსტიტუციის დაცვის გარანტი. 29 დეკემრიდან კი პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციის ჩარჩოებში ბრუნდება და მომდევნო ხუთი წელი ქვეყნის მთავარსარდალი ეროვნული ინტერესების მქონე მიხეილ ყაველაშვილი იქნება.
ირაკლი გუნია





