• October

    27

    2025
  • 45
  • 0
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული ი.ი. და 1995 წელს დაბადებული უ.გ. დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ი.ი. სასაზღვრო-გამტარი პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით თურქეთის რესპუბლიკიდან საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოიყვანა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უ.გ., რომელიც ასევე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor