• February

    20

    2026
  • 83
  • 0
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული ა.ი., 1995 წელს დაბადებული ა.ე. და 1993 წელს დაბადებული ფ.შ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტრაილერში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და მათ მიმართ გატარდება საიმიგრაციო პროცედურები.

ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor