• September

    14

    2025
  • 69
  • 0
სასაზღვრო პოლიციის უფროსი „ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

სასაზღვრო პოლიციის უფროსი „ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი „ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს, I რანგის კაპიტანს, კობაკ მერიჩს  შეხვდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა თურქული მხარის მხარდაჭერასა და ჩართულობას, „ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში, განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების პროცესში.

დავით თამაზაშვილმა კობაკ მერიჩს სასაზღვრო პოლიციის მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს და დადებითად შეაფასეს საზღვაო უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის მოადგილეები პოლკოვნიკი დავით ბიწკნაშვილი და პოლკოვნიკი გივი გორდაძე. ასევე, სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი – I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის „ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის (SNGP) უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი პატარკაციშვილი ესწრებოდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor