• October

    30

    2025
  • 51
  • 0
სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ლარს იოჰან ლოუნბეკს შეხვდა

სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ლარს იოჰან ლოუნბეკს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ლარს იოჰან ლოუნბეკს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მას ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში IOM-ისა და სასაზღვრო პოლიციის მრავალწლიანი პარტნიორობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები საზღვრის დაცვის სფეროში. შეხვედრის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სტუმრებს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა IOM-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) მრავალი წლის მანძილზე მხარს უჭერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და საზღვრის მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებაში, როგორც ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor