• November

    24

    2025
  • 91
  • 0
სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი საქართველოში თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის და თურქეთის თავდაცვის ატაშეს, ილჰან ოქთენდურალს შეხვდა

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი საქართველოში თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის და თურქეთის თავდაცვის ატაშეს, ილჰან ოქთენდურალს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქთენდურალს შეხვდა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დავით თამაზაშვილმა და ილჰან ოქთენდურალმა ხელი მოაწერეს ტექნიკურ შეთანხმებას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, „ზღვის მცველში“ მონაწილეობისას თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“.

მათივე ცნობით, შეთანხმების მიზანია, დაარეგულიროს ორმხრივი ვალდებულებები თურქეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე ნატო-ს საზღვაო ოპერაციის, „ზღვის მცველის“ (OSG) ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფის ასვლის, განთავსების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დეტალებთან დაკავშირებით.

„აღსანიშნავია, რომ თურქეთი უკვე მეორე სახელმწიფოა, რომელმაც მზაობა გამოთქვა, ნატო-ს ოპერაციის ფარგლებში საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა. საგულისხმოა, რომ 2022 წლის მაისში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს საზღვაო ოპერაციის, „ზღვის მცველის“ (OSG) ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ, სათანადო სერტიფიცირების დასრულების შედეგად, აღნიშნული სტატუსი მიენიჭა. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო გახდა უფლებამოსილი, მხარდაჭერა აღმოუჩინოს ალიანსს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით“, – ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor