
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასამართლომ „წიგნების თაროს“ მონაწილე ნიკა ბერიძე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გამოუშვა, სანდრო მეტრეველს კი 2 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ნიკა სვანიძის პროცესი კი გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მათ შორის არიან საქართველოს პირველი არხის პროექტის „წიგნების თაროს“ სამი მონაწილე სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე.
ნიკა ბერიძე რამდენიმე წუთის წინ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გამოუშვეს. სანდრო მეტრეველი კი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მას 2 300 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სანდრო მეტრეველი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას.
ნიკა სვანიძის პროცესი კი ამ დრომდე გრძელდება. სასამართლოში იმყოფებიან პროექტის სხვა მონაწილეები და მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს. მათი თქმით, პროექტის სამივე მონაწილეს დაზიანებები აღენიშნება.





