• October

    26

    2024
  • 99
  • 0
სასირცხვილო ზურაბიშვილი – ,,გომელაური რატომ არ პასუხობს ჩემს ზარებს არჩევნების დღეს”….

სასირცხვილო ზურაბიშვილი – ,,გომელაური რატომ არ პასუხობს ჩემს ზარებს არჩევნების დღეს”….

საარჩევნო პუნქტიდან გამოსულმა ვაი-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხმა მისცა არა ვინმეს, არამედ რამეს, ანუ ევროპულ არჩევანს…

რა სირცხვილია როცა ”კრინჯის” განცდა გაქვს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის გამო, ანუ გრცხვენია, რომ ეს არსება შენი ქვეყნის, თუნდაც ფორმალური პრეზიდენტია.

მეხუთე ნომერმა ნაცების ხელში საქართველო 2008 წელს თითქმის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზე მიიყვანა, მეხუთე პრეზიდეტმა კი, სრული დისკრედიტაცია მოახდინა პრეზიდენტის სტატუსისა და ფაქტობრივად, შელახა საქართველოს ღირსება, როცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მისი არაკონსტიტუციური ქმედებების დადასტურების შემდეგ, მაინც ებღაუჭება პრეზიდენტის სტატუსს.

აბსურდის თეატრია, როცა საქართველოს პრეზიდენტი გქვია და შენი ქვეყნის ოფიციალური ენა იმ დონეზე არ იცი, რომ თან სასაცილო ხარ და თან სატირალი.

სწორედ სალომე ზურაბიშვილია ის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც უნდა გახდეს პოსტსაარჩევნო რყევების მედროშე და მისი წინ ამოფარებით და ,,ლეღვის ფოთლად”გამოყენების გზით უნდათ საქართველოს უცხოურ მტრებს ჩვენი ქვეყნის დანგრევა.

რაოდენ სამწუხაროა, რომ ასეთი აროგანტული უვიცის ატანა გვიწევს, რომელსაც ძირითადი ინსტიქტების გარდა, არც არაფერი აღელვებს და ძველი რომაული ფრაზა, რომ გავიხსენოთ, ერთგვარი მოდერნიზებით – ჰედონიზმი და ფული არის მისი მთავარი საზრუნავი, თუმცა ასაკის ფაქტორის გათვალისწინებით აწი ალბათ, უფრო ჰედონიზმი არა და ბევრი ,,ფული ბაბა ფული”. ჰედონიზმის სუბლიმირებას კი, გადამეტებული ამბიციებით გაჯერებულ მის განაწყენებულ განცხადებებში შეგვიძლია მივაკვლიოთ, მაგალითად ასეთში – ,,გომელაური რატომ არ პასუხობს ჩემს ზარებს არჩევნების დღეს”.…აღარ ვიცით სად გავიცინოთ და სად ვიტიროთ ამ არსების შემხედვარე….

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor