• September

    18

    2025
  • 58
  • 0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წაღვერში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წაღვერში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წაღვერში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივმა მკვიდრმა წიწვოვანი სახეობის ექვსი კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.

მათივე ცნობით, სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.

„აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევის აღკვეთის მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor