• March

    13

    2025
  • 203
  • 0
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა პარიზში შეხვედრაზე ევროპის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა პარიზში შეხვედრაზე ევროპის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს

პარიზში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

ხუთი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ევროპის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უკრაინის მხარდაჭერის ფორმატთან დაკავშირებით კონსენსუსის შესახებ განაცხადა.

„უკრაინისთვის უსაფრთხოების პირველი გარანტია აშკარად თავად უკრაინის არმიაა. ჩნდება სიტყვა დემილიტარიზაცია, მაგრამ ეს არ არის ის შემთხვევა. პირიქით, გრძელვადიანი უსაფრთხოების რეალური გარანტია იქნება შესაძლებლობები, რომლის მიცემასაც ჩვენ შევძლებთ უკრაინის არმიისთვის. ამ ეტაპზე 15 ქვეყანაა დაინტერესებული უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების ფორმატით, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტის გარანტირებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლეკორნუმ ასევე განაცხადა, რომ არ უნდა განიხილონ უკრაინის ომის შემდგომი უსაფრთხოება მხოლოდ ევროპული ჯარების იქ განლაგების კონტექსტში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor