• December

    20

    2023
  • 107
  • 0
საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა.  საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი. ქვედა პალატაში – საკანონმდებლო კრებაში დოკუმენტს 349 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 186-მა მისცა ხმა.

საიმიგრაციო კანონს, როგორც პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული პარტიის, ისე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის წევრებმა მისცეს ხმა.

საკანონმდებლო ცვლილებები საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და სოციალური დახმარების მიღების გართულებას ითვალისწინებს. ასევე, ახალი წესებით, რთულდება მიგრანტების მიერ მათი ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

„დღეს მკაცრი ზომები აუცილებელია“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა კენჭისყრის შემდეგ.

საკანონმდებლო ცვლილებებს მიესალმება მარინ ლე პენიც, რომელმაც კანონს „იდეოლოგიური გამარჯვება“ უწოდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor