• October

    6

    2025
  • 49
  • 0
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ულტრამემარჯვენეები ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ულტრამემარჯვენეები ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ულტრამემარჯვენეები საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ამის შესახებ განცხადება „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა.

„ერთმნიშვნელოვანია, რომ უახლოეს კვირებში, თუნდაც თვეებში, გაიმართება განმეორებითი არჩევნები და ჩვენი პარტია მზად იქნება, აიღოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბარდელამ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ დღეს დილით მიმართა პრეზიდენტ მაკრონს გადადგომის თხოვნით. ემანუელ მაკრონმა ლეკორნოს თხოვნა დააკმაყოფილა.

ლეკორნუმ საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სულ 27 დღე იმუშავა – ეს არის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადა. ლეკორნუმ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება 5 ოქტომბერს დაასრულა. ახალ მთავრობას საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პარტიები მაშინვე დაემუქრნენ უნდობლობის გამოცხადებით.

ცნობისთვის, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ფრანგების უმრავლესობა არ ფიქრობდა, რომ ლეკორნუ შეძლებდა კომპრომისის პოვნას და პარლამენტში ისეთი ბიუჯეტის წარდგენას, რომელიც საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას მიიღებდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor