• October

    18

    2023
  • 111
  • 0
საფრანგეთში რვა აეროპორტში განგაში გამოცხადდა, მათი ნაწილიდან ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთში რვა აეროპორტში განგაში გამოცხადდა, მათი ნაწილიდან ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთში რვა აეროპორტში განგაში გამოცხადდა, მათი ნაწილიდან ევაკუაცია განხორციელდა. დღესვე, კიდევ ერთხელ დაიხურა ვერსალის სასახლე. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ავრცელებს.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, განგაში გამოცხადებული იყო ტულუზის, ნიცის, ლილის, ნანტის და რენეს აეროპორტებში. ლილის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაციაც განხორციელდა. ამის მიზეზი აეროპორტის დანაღმვის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა. უსაფრთხოების მიზნით გაიყვანეს დამთვალიერებლები ვერსალის სასახლიდანაც.

ცნობისთვის, საფრანგეთში სხვადასხვა შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები, გასულ კვირასაც იყო. ამის გამო ევაკუაცია განხორციელდა ლუვრის მუზეუმიდან და ლიონის მატარებლების სადგურიდან.

სხვადასხვა ობიექტების დანაღმვის შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც 13 ოქტომბერს საფრანგეთში 20 წლის მამაკაცმა დანით დაჭრა მასწავლებელი, რომელიც მიღებული დაზიანების გამო გარდაიცვალა. თავდამსხმელმა ასევე ჭრილობები მიაყენა კიდევ სამ ადამიანს.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თავდამსხმელს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი ჰქონდა დადებული. როგორც „როიტერი“ წერს, ამჟამად თავდამსხმელი დაკავებულია მოჰამედ მ და მის წინააღმდეგ გამოძიებას საფრანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურა ატარებს.

დაპატიმრებულია ასევე მოჰამედ მ-ს 16 წლის ძმა, რომელსაც დანაშაულის ხელშეწყობაში სდებენ ბრალს, ხოლო მათი ბიძაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაიწყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor