• March

    25

    2024
  • 80
  • 0
საფრანგეთში ტერაქტების საფრთხე უმაღლეს დონემდე გაზარდეს

საფრანგეთში ტერაქტების საფრთხე უმაღლეს დონემდე გაზარდეს

საფრანგეთში ტერაქტების საფრთხე უმაღლეს დონემდე გაზარდეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოსკოვის სიახლოვეს განხორციელებულ ტერაქტს დაუკავშირა.

როგორც გაბრიელ ატალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რუსეთში მომხდარის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია.

„ისლამური სახელმწიფოს“ გზავნილების გათვალისწინებით, რომ ისინი იღებენ პასუხისმგებლობას თავდასხმაზე და იმ მუქარების გათვალისწინებით, რომელიც ისმის ჩვენი ქვეყნის მისამართით, გადავწყვიტეთ, ტერორისტული თავდასხმების საფრთხე უმაღლეს დონეზე გავზარდოთ“, – წერს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.

საფრანგეთის კანონმდებლობით, ტერორისტული თავდასხმების საფრთხის უმაღლეს დონემდე გაზრდა შესაბამის უწყებებს აძლევს საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მომტანი ქმედებები განახორციელონ, რათა ტერაქტები აღკვეთონ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor