• November

    25

    2024
  • 76
  • 0
საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ვასილ მაღლაფერიძემ ჩვენება მისცა

საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ვასილ მაღლაფერიძემ ჩვენება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ჩვენება მისცა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც იმ დროისთვის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო.

მაღლაფერიძემ გაიხსენა 4 ნოემბრის თათბირი, რომელიც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შედგა და რომლის შესახებაც ჩანაწერი ჰქონდა გაკეთებული.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, შეხვედრის შესახებ 4 ნოემბერს მას დილით ტელეფონით აცნობეს. ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, დავით კირკიტაძე, ზაზა გოროზია, დათა ახალაია, გოკა გაბაშვილი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, კულტურის მინისტრი, გუბერნატორები, ასევე გიგი უგულავა, რომელსაც შეხვედრის დაწყებიდან მალევე სთხოვეს, თათბირი დაეტოვებინა.

„საუბარი იყო აქციებთან დაკავშირებით, ამბობდნენ, რომ ამათ ოთხი წლის ორ დღეში წაღება უნდათ, მაგრამ არ გამოუვათო. უწმაწური ლაპარაკიც იყო, უნდა დავაშინოთ, ზოგს ნარკოტიკი ჩავუდოთო. ასე ერთობლივად, ღიად, ასეთი საუბარი პირველად ვნახე. ადეიშვილმა ერთი-ორჯერ შეიგინა, ძირითადად ჩუმად იყო. ფაქტობრივად, გუბერნატორებს აძლევდნენ კარტბლანს და მათზე გადადიოდა ძალაუფლება, როცა პროკურორიც ხარ, თავდაცვის მინისტრიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც, რაც გინდა, აკეთე. კაკო ბობოხიძესაც უთხრეს მაშინ, რა დრო დაგვიდგა, კაკო, რომ შენი დახმარება გვჭირდებაო. უნდა შექმნილიყო რაზმები თუ ჯგუფები. მაშინ ადამიანებს უსწორდებოდნენ და ამას ორგანიზატორი სჭირდებოდა, ეს როლი გუბერნატორებს უნდა შეესრულებინათ. ეს რეალურად იყო არაფორმალური ძალაუფლების ზრდა. ვინ როგორ გამოიყენებდა, ეს უკვე ცალკე საკითხია.

შეხვედრაზე განხილული იყო, როგორ უნდა დაერბიათ აქციის მონაწილეები, რომ მათ აქციების გამართვის სურვილი აღარ გასჩენოდათ. ჩემთვის ბევრი რამ იმ დღეს გახდა სრულიად ცხადი. რეალურად, ჩემ თვალწინ ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თუ არა, ძალაუფლების მიტაცების მცდელობა მაინც. ყველა ძალოვანი სტრუქტურა და გუბერნატორები გავდიოდით კონსტიტუციიდან. ეს იყო ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრის შესახებ პირადად უთხრა მაშინდელ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს.

„სოზარ სუბარი აპირებდა ბალტიისპირეთში გამგზავრებას. ვუთხარი, რომ ისინი გავიდნენ ყველა კანონიდან და რაღაც იყო მოსალოდნელი. სუბარმა ვიზიტი გადადო და 7 ნოემბერს აქციაზე სცემეს კიდეც. ვანო მერაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ ჩემ მიერ გაკეთებული ჩანაწერი სოზარ სუბარს ნანახი ჰქონდა, ითარგმნა ინგლისურად და მიეწოდა თომას ჰამერბერგს, ევროკავშირში ადამიანის უფლებათა კომისარს, რომელიც ომის დროსაც იყო ჩამოსული, ვატიკანის ელჩს.

ეს წერილი სოზარ სუბარმა მთლიანად წაიკითხა პარლამენტის სხდომაზე. მას ჰკითხეს, საიდან იცოდა ვანო მერაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ, რაზეც სოზარ სუბარის პასუხი იყო, რომ იმ პირის ვინაობას, ვისგანაც ინფორმაცია მიიღო, დაასახელებდა საგამოძიებო კომისიაზე, თუ ის შეიქმნებოდა. ამას პარლამენტში მოჰყვა სიცილი და ერთხელ მიაძახეს კიდეც, ვიცით, ვინც გითხრათო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდათ შეხვედრაზე გუბერნატორებს, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა: „მინდა, გითხრათ, რომ დუმილი იყო. ამან არ გამოიწვია გუბერნატორებში დიდი აღტაცება. ყველა ხვდებოდა, რასთან გვქონდა საქმე. მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა. მოკლედ რომ გითხრათ, ბანდად უნდა გადავკეთებულიყავით და არაფორმალურ მართვაზე გადავსულიყავით. თათბირი დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა“.

ამასთან, კითხვაზე, შეასრულა თუ არა დავალება, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა: „შესრულებაზე არც მიფიქრია. მეტიც, მიმაჩნდა, რომ მათ წინააღმდეგ უნდა მემოქმედა, მაგრამ, ფაქტობრივად, სოზარის გარდა, აღარც მეგულებოდა არავინ.

დოკუმენტის თარგმნის აზრი იყო შემდეგი – ახლაც მიმაჩნია, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და გადაიქცნენ ორგანიზებულ ბანდად. ჰამერბერგს შევხვდი, ვისაუბრეთ ბევრი. მან მითხრა, რომ პირადი უსაფრთხოების გარანტიაზე იყო საუბარი. დანარჩენი – ჩემთვის ეს მძიმე და მიუღებელი რამ იყო. მე ასე მეგონა, რომ ადამიანები ამას რომ გაიგებდნენ, რეალობას დაინახავდნენ, მაგრამ ვერ იქნა ეს აღქმული, რაც ხდებოდა და ჩვეულებრივად იყო, მერე რა მოხდაო. უცხოელებს რა უნდა ექნათ, ძალიან შეშფოთებული იყო ჰამერბერგი. განგიმარტავთ, ჩემი დაჭერა გამოიწვევდა მძიმე სიტუაციას. გარკვეული ცნობადობა არსებობდა, ეს გამოიწვევდა დოკუმენტის განხილვას, მით უმეტეს, ელჩები იყვნენ ჩართული. ვატკინის ელჩი ამბობდა, რომ დავანგრევ ქვეყანას, აქ რომ რამე იყოსო. სააკაშვილთან შემეძლო ამის განხილვა, მაგრამ, ჩემი გონივრული ეჭვი იყო, რომ მიშასთან ამაზე საუბარი არ ღირდა. ჩემი გონივრული ეჭვია, რომ ის შეხვედრას არ ესწრებოდა, მაგრამ ყველაფერი იცოდა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor